ზოგჯერ იმდენად მიმართული ვართ მიზნის მიღწევაზე– რომ სიამოვნებას ვერ ვიღებთ ცხოვრებისგან,იმდენად ორიენტირებულები ფულის გაკეთებაზე– რომ ფულის დახარჯვისთვის ენერგია აღარ გვაქვს საკუთარი შვილების გაზრდაც კი სტრესი ხდება ჩვენთვის და არა სიამოვნება. ყოველთვის არის ერთი მიზნის მიღწევის შემდეგ მეორე მიზანი, ერთ მთაზე ასვლის შემდეგ მეორე მთა. ისიც გვახსოვდეს , რომ ხანდახან შეიძლება მთელი ცხოვრება დავხარჯოთ რაღაც მიზნის მიღწევაში და მერე მიხვდეთ რომ ეს ის არ იყო ან შეიძლება ისეთ სიამოვნება სულაც ვერ მივიღოთ, როგორსაც ველოდით.
მხოლოდ დიდი მიზნებისთვის და მიღწევებისთვის ნუ იცხოვრებ, იცხოვრე ყოველდღიური სიამოვნებებით– ისიამოვნე მეუღლით, შვილებით, მიიღე მონაწილეობა მათ ცხოვრებაში , მიიღე და დააგროვე შთაბეჭდილებები მათთან ერთად, ყოველდღიურად უთხარით მათ როგორ გიყვარს.
იცოდე შენი ოჯახისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ხარ, ნუ მიიღებ მათ სიყვარულს და მათ არსებობას შენს ცხოვრებაში გარანტირებულად.
იცოდე შენი ოჯახისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ხარ, ნუ მიიღებ მათ სიყვარულს და მათ არსებობას შენს ცხოვრებაში გარანტირებულად.
ზოგჯერ იმდენად დაკავებულები ვართ რომ გვავიწყდება ცხოვრება, თუ ოჯახს არ დავაყენებთ პრიორიტეტად –ყოველთვის იქნება საქმე ოფისში მაგრამ ,სამწუხაროდ, შენს უკანასკნელ დღეებში სამსახური ვერ გაგიწევს კამპანიას. თუ მთელ შენს ენეგრიას დაახარჯავ სამსახურს და კარიერას, მაშინ შენი ინვესტიციის ნაკლებობა (დროის, ენერგიის) ოჯახში– მარტოსულად გაქცევს. უნდა თქვა რომ ეს საქმე ხვალაც აქ იქნება ამიტომ უნდა ავდგე და წავიდე და ოჯახს დავუთმო დრო. თუ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ გამოვა რომ შენს ოჯახს მუდმივად დარჩენილ ენერგიას დაუთმობ, რაც არ იქნება საკმარისი. გახსოვდეს ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. მე ვამჯობინებდი მქონოდა უფრო ნაკლები ფული, ვიდრე ვიყო იმდენად გადაღლილი სამსახურით რომ არასდროს მქონდეს ენერგია და დრო რომ ვისიამოვნო ჩემი ოჯახით.

0 comments: